ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - როგორ მოვუაროთ ძაღლებს პანდემიის დროს?
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ვისაც სახლში ოთხფეხა მეგობრები გვყავს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევძლოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: COVID19 ცხოველსა და ადამიანის საერთო დაავადება არ არის და შესაბამისად, არ არსებობს საფრთხე, რომ ძაღლმა ეს დაავადება ადამიანს გადასდოს ან პირიქით. 
 

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გასეირნების შემდგომ ვეტექსის მთავარი ექიმი და საქართველოს ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი მარიკა ჩხიკვიშვილი ცხოველების თათების და სხეულის დამუშავებას ქლოროჰექსიდინის ხსნარით გვირჩევს, რაც ქუჩაში შეხვედრილი ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, ვნახოთ, რა რჩევები აქვს ჩვენი დრუნჩა მეგობრებისთვის 2 ძაღლის და 5 კატის პატრონ - ქეთა გაბუნიას:

- ქეთა, თვითიზოლაციის პერიოდში როგორ შეიცვალა შენი და ძაღლების სეირნობის გრაფიკი?

თვითიზოლაციის პერიოდში, ვცდილობ დილით ადრე და საღამოს გვიან გავასეირნო ძაღლები, რადგან ამ პერიოდში ქუჩაში ნაკლები ხალხია. 
შევამცირე სეირნობის პერიოდიც, აქამდე თუ საათზე მეტს ვსეირნობდით, ახლა ვცდილობ ყველაფერი ნახევარ საათში ჩავატიო. 

მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველები დაავადების გადამტანები არ არიან, მათ ისევე შეუძლიათ შემოიტანონ სახლში ვირუსი, როგორც ჩვენ - ფეხსაცმლიდან ან ტანსაცმლიდან. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ძაღლების თათები და დრუნჩი სეირნობის შემდეგ დავამუშავო წყალში გაზავებული ძმრით ან ქლორჰექსიდინის ხსნარში დასველებული ტილოთი. 

არ ვიყენებ სპირტს, რადგან ხშირად ილოკავენ თათებს და შეიძლება საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის. 
 

- ის ნივთები რაც გასეირნებისას ყოველთვის თან გაქვს: 

ბიოდეგრადირებადი პარკი -  აქამდე ჩვეულებრივ პარკს ვიყენებდი, თუმცა ასე ორმაგად ზიანდება ბუნება. ამიტომ, Amazon-იდან გამოვიწერე ბიოდეგრადირებადი პარკი. ფასი საკმაოდ დაბალია და გამოსაყენებლადაც ძალიან მოსახერხებელია. ერთი კოლოფი უკვე მეორე წელია რაც მაქვს. 

მეორე მნიშვნელოვანი ნივთი - ძაღლების წყლის ბოთლია. ძაღლის ხანგრძლივი სეირნობისას ყოველთვის თან დამაქვს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. 

- გასეირნებისას უბნის ძაღლებს ერიდები?

არა, საკმაოდ ბევრი უბნის ძაღლი გვაყავს ეზოში და ჩემს ძაღლებსაც ძალიან უყვართ მათთან თამაში, უბრალოდ სახლში დაბრუნებისას საგულდაგულოდ ვუსუფთავებ თათებს, დრუნჩს და ბეწვიან ზედაპირს. 

- მთავარი რჩევა ძაღლის პატრონებს: 

დღეს, როდესაც რესტორნები დაიხურა და ხალხმაც საგრძნობლად იკლო ქუჩებში, ძაღლები საჭმლის გარეშე არიან.გუშინ შევიძინე ერთი ტომარა ძაღლის საჭმელი და ყველა გასეირნებისას ვცდილობ ცოტ-ცოტა დავუტოვო ეზოს ძაღლებს. ჩემი მთავარი რეკომენდაცია და თხოვნა იქნება, რომ არ დავივიწყოთ ეზოს ცხოველები და ვისაც რითი შეგვეძლება, დავეხმაროთ მათ საჭმლით თუ წყლით.