ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - ვირტუალური დაბადების დღე კარანტინში
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალბათ, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ მარტში და უახლოეს თვეებში დაბადებული ადამიანები სხვა იუბილარებთან შედარებით, ცოტათი იჩაგრებიან. თუმცა, პოზიტიურად თუ შევხედავთ, თვითიზოლაციაში გადახდილი დაბადების დღე ყველაზე არასტანდარტული და დასამახსოვრებელიც შეიძლება გახდეს.

პირველ რიგში, გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დღეების მსგავსად, ახლაც სახლში ხართ - ეს დღე განსაკუთრებულია! 

1. მეგობრების ვირტუალური შეკრება - არ აქვს მნიშვნელობა ერთ ოთახში იქნებით, თუ ცალ-ცალკე, მეგობრებთან ერთად ყოფნა უკვე გართობაა. გააგზავნეთ ელექტრონული მოსაწვევი, მოიმარაგეთ გემრიელი კოქტეილები, შექმენით ვიდეო ჩატი და გაიხსენეთ თქვენი ყველაზე სახალისო თავგადასავლები. მოძებნეთ ვიდეოები ან ფოტოები, რომლებშიც ერთად ხართ და ჩატში ერთმანეთს გაუზიარეთ. თუ თემატურ დაბადების დღეს შესთავაზებთ, კიდევ უფრო სახალისო იქნება. მაგალითად - Face Mask Party.

2. გამოაცხვეთ ტორტი, ან პატარა ნამცხვარი - ეს შეიძლება სულაც კექსი იყოს, ან გემრიელი ვახშამი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ.
 

3. გაუგზავნეთ შამპანური თქვენს სტუმრებს - შეგიძლიათ მიაყოლოთ თქვენი გამომცხვარი ორცხობილები. 

4. გამოეწყვეთ ისე, როგორც იუბილარს შეეფერება - არავითარი სპორტული შარვალი და პიჟამო, დღეს თქვენი დაბადების დღეა და ისე უნდა გამოეწყოთ, როგორც თქვენი წვეულებისთვის გამოეწყობოდით. თუ თემატური დაბადების დღე გაქვთ, შესაბამისად გამოიპრანჭეთ. 
 

5. აჩუქეთ განსხვავებული ემოცია თქვენს თავს - იმოგზაურეთ სასურველ ქვეყანაში ან მუზეუმში - ვირტუალურად 

იცით, რომ მსოფლიო მასშტაბით უამრავი მუზეუმის თუ ღირსშესანიშნაობის ნახვა დისტანციურად შეგიძლიათ? დაათვალიერეთ ჩამონათვალი აქ და იმოგზაურეთ სასურველ ადგილას.    

6. გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ფილმი/სერიალი/გადაცემა

ყველას გვაქვს ერთი ფილმი მაინც, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია დიდი სიამოვნებით ვუყუროთ. მოკალათდით და ჩაუჯექით თქვენს საყვარელ ფილმს. 

7. ისწავლეთ რამე ახალი

ერთი წლის მომატებასთან ერთად აცხოვრების ხალი ეტაპი იწყება: მოძებნეთ სასურველი ონლაინ-კურსები, ისწავლეთ საყვარელი მიუზიკლის ქორეოგრაფია, თუ სახლში ერთი ინსტრუმენტი მაინც გაქვთ - ააწყვეთ ერთი კომპოზიცია....  
 

რჩევები იუბილარების მეგობრებს: 

  • კარანტინში ყოფნა არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ თქვენი ავტომობილი გააფორმოთ ბუშტებით, მიხვიდეთ მეგობრის ეზოში და უმღეროთ Happy Birthday. 

  • თუ თქვენს ხელნაკეთ საჩუქარს დაუტოვებთ კართან, მას ეს საჩუქარი არასდროს დაავიწყდება.

თქვენი დაბადების დღის გალამაზებისთვის კარგი განწყობა და საყვარელ ხალხთან (თუნდაც დისტანციურად) ერთად ყოფნა სრულიად საკმარისია.

გილოცავთ ყველას და გახსოვდეთ - თუ იცავ, მეტს იმსახურებ!