ალდაგი - ავტომანქანისა და ქონების დაზღვევა - ALDAGI - მითები ელექტრო მანქანების შესახებ
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

 

ელექტრო მანქანების მოხმარება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა რამდენიმე მითი ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული. ამ ბლოგში გაიგებთ, რამდენად რეალურია ელექტრო მანქანების შესახებ არსებული „მითქმა-მოთქმა“.

  • ელექტრო მანქანის შეძენამდე, აუცილებელია, რომ ქალაქი იყოს სრულიად უზრუნველყოფილი მისი დასატენი ინფრასტრუქტურით.

via GIPHY

სინამდვილეში ელექტრო ავტომობილებს მომხმარებლების უმეტესობა სახლში ტენის. მაგალითად, ავტოფარეხში შეგიძლიათ უბრალოდ საყოფაცხოვრებო დენის წყარო (დენცქვიტა )დააყენოთ და ავტომობილი ღამის განმავლობაში დატენოთ. რაც შეეხება, სწრაფი დატენვის შესაძლებლობას, ის ელექტრომანქანებისთვის ისედაც არაა რეკომენდირებული რეგულარულად, ამიტომ მანქანის ჩვეულებრივ დენის წყაროზე მიერთება უფრო აპრობირებული და მოსახერხებელია. ინფორმაციისთვის, სწრაფი დამტენები ხელმისაწვდომია გორში, ქუთაისში, ბათუმში. 

  • ელექტრო მანქანებს არ შეუძლიათ დიდი მანძილის დაფარვა.

via GIPHY

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს მოსაზრება უფრო და უფრო შორდება რეალობას. ბოლო მონაცემებით, ელექტრო მანქანას, ერთ დატენვაზე, 500 კმ-მდე მანძილის გავლა შეუძლია, რაც აკმაყოფილებს მძღოლების უდიდესი ნაწილის საჭიროებას. საქართველოში ხშირად საზომ ერთეულად იყენებენ იმას, თუ რამდენად შეძლებს  ავტომობილი თბილისიდან ბათუმამდე ერთი დამუხტვით ჩასვას, რაც დაახლოებით 350 კილომეტრია, ანუ ელექტრო მანქანას თავისუფლად შეუძლია ამ მანძილის შეუფერხებლად გავლა. ელენემტის ბოლომდე ამოწურვამდე მანქანა შეგატყობინებთ, რომ ელემენტი დატენვას საჭიროებს, მანამდე კი დაახლოებით 15 კმ-ის გავლას შეძლებთ. 

  • ელექტრო მანქანების დატენვას ძალიან დიდი დრო სჭირდება

via GIPHY

ინდუსტრიის განვითარების პარალელურად, ელექტრო მანქანის დატენვის დროც საგრძნობლად მცირდება, ყველაფერი, კი ელემენტის ზომასა და მის სიჩქარეზე არის დამოკიდებული, დატენვის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს როგორც 16 საათი, ისე 40 წუთიც კი. ელექტრომანქანები სხვადასხვა სიმძლავრეზე იტენება, სახლის პირობებში 12-48 ამპერ დენზე იტენება

  • ელექეტრო მანქანა ძვირადღირებულია.

via GIPHY

ეს მითი ყველაზე შორსაა რელობისგან. შეძენისას შეიძლება ავტომობილი უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე საწვავზე მომუშავე ავტომობილი, მაგრამ გრძელვადიანად ელექტრო ავტომობილი ბევრად მომგებიანია. მაგალითად, ერთი დატენვა სახლის პირობებში დაახლოებით 12-13 ლარი დაგიჯდებათ და 300 კმ  გაგატარებთ, მაშინ როდესაც საწვავისთვის დაახლოებით 100 ლარი დაგიჯდებათ.

ელექტრო მანქანის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ნაკლები ნაწილისგან არის აგებული, ამიტომაც მისი შეკეთება და მოვლა არც ისე რთულია. ტექნოლოგიების განვითარებასა და ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, მცირდება მისი შემადგენელი ნაწილების ფასიც, რაც საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ელექტრო მანქანა, რამდენიმე წელში, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური გადაადგილების საშუალება იქნება.

გარდა ამისა, ელექტრო ავტომობილს არ აქვს ისეთი ხარჯები, როგორიცაა ზეთი, ხუნდები და ა.შ. ამიტომ ეს ხარჯიც მოხსნილი გექნებათ. გარდა ამისა, ელექტრომანქანის განბაჟება უფასოა, გათავისუფლებულია პარკინგის გადასახადისგან და მანქანის გარე ნაწილები უფრო იაფია, ვიდრე საწვავზე მომუშავე მანქანების. 

პ.ს. ავტომობილის შეძენისას გაითვალისწინეთ ელემენტის მდგომარეობა. ამბობენ, რომ 10%-მდე ელემენტის რესურსის შემცირება პრობლემას არ წარმოადგენს. 

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ალდაგში ელექტრომანქანების დაზღვევის მიმართულებით ცალკე გუნდი მუშაობს. ისინი თქვენს ელექტრო მანქანაზე მორგებულ სპეციალურ პირობებს შემოგთავაზებენ და მაქსიმალურად დაგაზღვევენ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.