მესამე პირისადმი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

ალდაგი მომხმარებლებს ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. 2 დეკემბრიდან, ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეიძინოს მესამე პირისადმი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. ალდაგის  ახალი სერვისი მომხმარებლებს  სამი სახეობის - თვეში ფიქსირებული თანხის - 5, 10 და 15 ლარიანი პოლისების შეძენის საშუალებას აძლევს. სტანდარტ, კლასიკ და პრემიუმ კლასის პროდუქტები ერთმანეთისგან  სადაზღვევო ლიმიტისა  და სადაზღვევო პრემიის ოდენობით განსხვავდება. აღნიშნული სადაზღვევო პოლისი ავტომფლობელებს  მანქანის მართვისას, მესამე პირების ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს ააცილებს თავიდან.

მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად მომხმარებელი უნდა შევიდეს სადაზღვევო კომპანია ალდაგის ვებგვერდზე (www.aldagi.ge), სადაც აირჩევს ონლაინ დაზღვევას. პროცედურის პირველ ეტაპზე, დაზღვევის შეძენის მსურველებმა უნდა მიუთითონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც გამოიგზავნება აქტივაციის ბმული. აქტივაციის ბმულზე გადასვლისას, მომხმარებელი  შეავსებს საჭირო საინფორმაციო ველებს და დაეთანხმება სადაზღვევო პირობებს. დაზღვევის ღირებულების ონლაინ რეჟიმში გადახდის შემდეგ, პოლისი გააქტიურდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურებისა და პროდუქტების განვითარება სადაზღვევო კომპანია ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ალდაგი მომხმარებლებს ინოვაციურ და ექსკლუზიურ სერვისებს მომავალშიც მრავლად შესთავაზებს.