ალდაგი - 2018 წლის საუკეთესო მზღვეველი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ლიდერია ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე და 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 33%-იან წილს ფლობს. ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 34% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 36%-ს ფლობს. 2018 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი 13.4 მილიონ ლარს შეადგენს.
2018 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი Global Brand Magazine -ის მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის საუკეთესო ბრენდად დასახელდა. ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. Global Brand Awards მსოფლიო ლიდერი ბრენდების სხვადასხვა სფეროში დაჯილდოვებას ახდენს.