სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

ჰეშკილის ქოხები, სვანეთი  - სოფ.ჰეშკილში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მესტიიდან 6.5 კმში. ჰეშკილის ქოხებიდან იშლება 2 ულამაზესი ხედი, ლაილას ქედისა დ აუშბის მწვევალის.

CloudBase Hut, სვანეთი - კოტეჯი, რომელიც მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს, ორიენტირებულია ქართველ, ისევე როგორც უცხოელ მომხმარებლებზე, რომლებსაც იზიდავთ გაუკვალავში, ძალიან გრძელ ტრასებზე, ამოუწურავ რელიეფებზე სრიალი სნოუბორდით ან თხილამურებით. კოტეჯს მესტიაში დაბადებული და გაზრდილი, 24 წლის ნიკო ფალიანი უძღვება, რომელმაც ის ბაბუის დანატოვარი პატარა ქოხის ადგილას ააშენა.

მე-5 სეზონი (ჯუთა, ყაზბეგი) - მეხუთე სეზონი არის სამთო ტურისტული ცენტრი, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე, საუკეთესო ხედით ჭაუხის მასივზე. ტერიტორიაზე მოქმედებს კაფე-ბარი, უნიკალური ხევსურული და არა მარტო ხევსურული კერძებით და შესანიშნავი საკარვე ადგილები. მთის მოყვარულ, აქტიურ დამსვენებლებს ასევე ელით ცხენებით გასეირნება და სხვა უამრავი გასართობი საშუალება.

ბანაკი ზეთა (ჯუთა, ყაზბეგი) - ბანაკი "ზეთა" ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარეობს ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, თბილისიდან 200 კილომეტრში, სადაც სტუმარს შესაძლებლობა ექნება ხელუხლებელი, ველური ბუნებით დატკბეს. 
ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია (ელ.ენერგია, ცივი და ცხელი წყალით). სოფელ ჯუთადან  "ზეთა"- მდე 900 მეტრი ფეხით სავალია.

არაბული არტ ჰაუსი (კორშა, ხევსურეთი) - ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო მდებარეობს ძალიან საინტერესო კულტურითა და ეთნოგრაფიით მდიდარ კუთხეში, ხევსურეთში. მისი ფუნქცია არის ხევსურეთში არსებული ეთნო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესწავლა, შენახვა, განვითარება და იქ ჩასული სტუმრების თუ ფართო საზოგადოებისთვის სათანადოდ გაცნობა.

ჩემოდანი (ყაზბეგი) - სასტუმრო მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში. ულამაზესი ვიტრაჟული ხედებით გერგეთზე, აქვს აივნები და სთავაზობს მომხმარებელს კომფორტულ გარემოს რელაქსაციისთვის.

გარემო (რაჭა) - ტყუპმა დებმა – მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა, ვალერი სუხაშვილთან ერთად, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ჰოსტელი „გარემო” გახსნეს, რომელიც ამბროლაურის ცენტრიდან ორ კილომეტრში და აეროპორტიდან 400 მეტრშია.

სასტუმრო (თუშეთი) -  მდებარეობს საქართველოს ულამაზეს კუთხე თუშეთში, ომალოში. სასტუმრო განთქმულია ხედებით, სტუმართმოყვარეობით და გემრიელი კერძებით. 

ხის სახლი (ბახმარო) - ხის კოტეჯი ბახმაროში, საკუთარი ბაღითა და ტერასით, საიდანაც ულამაზესი ბუნებით შეგიძლიათ დატკბეთ.

მეტეხარა  (რაჭა) - ამბროლაურში მდებარეობს, ცენტრთან ახლოს, მდინარის პირას, საუკეთესო ხედებით. აქვს დიდი, ლამაზი ეზო დასასვენებელი ადგილებით, ღია აუზით.

მწვანე სასტუმრო აბასთუმანში - დამსვენებელს საშუალებას აძლევს, ისიამოვნოს კურორტის სასარგებლო ჰაერით და მესხეთის ქედის ხედებით

სასტუმრო ბრიგეტე (კახეთი) - სასტუმრო 5 წუთის სავალზეა სიღნაღის ციხესიმაგრიდან. სასტუმროს მდებარეობა საშუალებას იძლევა, დატკბეთ ქალაქის, კავკასიონის და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით.

შალე (მესტია, სვანეთი) - სასტუმრო მესტიის შუაგულშია, სეტიდან (დაბის მთავარი მოედანი) სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით.

სასტუმრო ძველი სახლი (მესტია, სვანეთი) - სასტუმრო 17 წუთის სავალზეა ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმიდან, აქვს ბაღი და ტერასა.

შატო მერე (კახეთი) -  შატო ქვისგან ნაგები სამსართულიანი სასახლეა, დიდი ქვის გალავნით, ხის აივნებითა და ოთხი კოშკით, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება.

ვარძია რეზორთი (ვარძია) - სასტუმრო დამსვენებელს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად იმოგზაუროს მეთორმეტე საუკუნის საქართველოში, საუკეთესო შეზავება ანტიკური ისტორიის და თანამედროვე ტურისტული ინფრასქტუქტურის.

არაბული არტჰაუსი (ხევსურეთი, კორშა) - ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო მდებარეობს ძალიან საინტერესო კულტურითა და ეთნოგრაფიით მდიდარ კუთხეში, ხევსურეთში.