ალდაგის ხანძრის დაზღვევა საჩუქრად კომფორტერისგან
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

მაღაზიათა ქსელ კომფორტერში ავეჯის ყიდვას სარგებელი დაემატა - ალდაგის ხანძრის დაზღვევა.
ხანძრის დაზღვევა პროდუქტია, რომელიც დაიცავს თქვენს ქონებას იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა და თქვენი ბინა/სახლი ან აგარაკი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა. ანაზღაურების ლიმიტი 50 000 ლარია, რაც კომფორტერის მომხმარებლისთვის უფასოა და არანაირი დანახარჯი არ აქვს.


კომფორტერი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავეჯს სთავაზობს ორ მისამართზე: ალ ყაზბეგის #12 და მარშალ გელოვანის #52, სადაც წარმოდგენილია 12 ბრენდის მუდმივად განახლებადი 10,000 მდე სახეობის პროდუქცია, კერძოდ, რბილი ავეჯი, მისაღები ოთახის ავეჯი, საძინებლისა და აბაზანის ავეჯი, ოფისის ავეჯი. კომფორტერი ორიენტირებულია დეტალებზე, რაც თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულს გახდის, თანაც გექნებათ გარანტია, რომ თქვენი ან სხვისი მიზეზით მოულოდნელად გაჩენილი ხანძრისგან ალდაგი დაგაზღვევთ.


ალდაგის ხანძრის დაზღვევა მოიცავს სახლის შიდა მოპირკეთებას, იგივე რემონტს, საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს (მაგალითად, გათბობის სისტემა) და ბინის შიგთავსს ანუ ავეჯსა და ტექნიკას. ხანძრის დაზღვევა ფინანსურად დაგიცავთ ნებისმიერი მიზეზით გაჩენილი ხანძრისგან, იქნება ეს უბრალოდ ცეცხლი, ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ხანძარი თუ აფეთქება.


ხანძრის დაზღვევა ალდაგის ახალი პროდუქტია, რომლის შეძენა მინიმალურ ფასად ონლაინ შეიძლება და ამისთვის მხოლოდ 2 წუთია საჭირო. ის რელევანტურია ყველასთვის, ვინც ფლობს ქონებას და სურს, რომ ეს ქონება იყოს დაზღვეული ხანძრისგან.