დამატებითი ტრენინგის სესია ანგარიშგებების მომზადებასთან დაკავშირებით
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი  და სადაზღვეო კომპანია ალდაგი  მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, აცხადებს ტრენინგის დამატებით სესიას მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის, რათა სრულფასოვნად და დროულად შეძლონ საწარმოებმა წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა (SARAS).

ახალი რეგულაციების თანახმად 1 ოქტომბრამდე წლიური ანგარიშის მომზადება და ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებსაც მოეთხოვებათ.
აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისის  მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს უფასო ტრენინგს რეგისტირებული მსურველების მე-2 ნაკადისთვის 26 სექტემბერს, 17:00-19:00 საათზე, ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში არსებულ საკონფერენციო დარბაზში.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მარეგულირებელი კანონმდებლობის, კომპანიების ვალდებულებების, არსებული შეღავათებისა და რისკების მიმოხილვა;

  • მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიმოხილვა;

  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიმოხილვა (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის;

  • ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) პორტალზე კომპანიის რეგისტრაცია და კანონის შესაბამისად ანგარიშგების ატვირთვა.

ალდაგსა და ფინანსურ ოფისს შორის  გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში ალდაგი თავისი კლიენტებისათვის 100 000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს,  რაც ნიშნავს, რომ ალდაგი თავის კლიენტ კომპანიებს ფინანსური ოფისის სერვისების მიღებას მნიშვნელოვნად დაუფინანსებს.

ტრეინინგზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2m80Tv0