ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებს
მოგვმართე
მოგვწერე საკონტაქტო ინფორმაცია და დაგიკავშირდებით
{{agent.message}}
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
ელ.ფოსტის ფორმატი არასწორია
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა
მოცემული ველის შევსება სავალდებულოა

სასტუმრო ჰილტონ ბათუმში, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმება ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის ლოიალტეს მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს.

ამ ნაბიჯით ალდაგი აგრძელებს კლიენტი მცირე და საშუალო კომპანიების (SME) მხარდაჭერას და მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორების მოძიებას, რათა კომპანიებმა შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურების შეღავათიან ფასად მიღება.

ლოიალტე ალდაგის კლიენტ კომპანიებს შესთავაზებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, ჰილტონ ბათუმშივე, შედგა საინფორმაციო შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იყო მიმდინარე ცვლილებებზე, კერძოდ, დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებასა და შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებზე. 

ლოიალტე აუდიტორულ დ საკონსულტაციო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მისი მთავარი ოფისი წარმოდგენილია თბილისში, თუმცა ოქტომბრიდან ლოიალტეს პროფესიონალები აჭარაში არსებული კომპანიების მომსახურებას ბათუმის ფილიალიდან (ლუკა ასათიანი N8) დაიწყებენ. ლოიალტე დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებიც კარგად იცნობენ ადგილობრივ ბაზარს და მცირე და საშუალო კომპანიების საჭიროებებს. შესაბამისად, მზად არიან SME კომპანიებს, სრულფასოვანი, მათზე მორგებული და კვალიფიციური სერვისები შესთავაზონ.

ალდაგის კლიენტებისთვის შეთავაზება მნიშვნელოვან ფასდაკლებებს მოიცავს ყველა სერვისის მისაღებად. სხვადასხვა ინდუსტრიებისა და ზომის კომპანიებისთვის ლოიალტეს სპეციალური შეთავაზებები აქვს, რაც ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელს წარმოადგენს.

„ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატება და როგორც ქვეყნის მთავარმა მზღვეველმა, მათი განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობას, ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ. ამიტომ მსგავს ინიციატივებს გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, ეს SME კომპანიებს ბაზრისა და კანონის მოთხოვნებთან სწრაფ ადაპტაციასა და განვითარებაში დაეხმარება,“- განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგის კორპორატიული დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ეჯიბიამ.