ალდაგი კლიენტ ნ.მ.-ს გამოძალვის ფაქტზე სასამართლოში უჩივის
12 ნოემბერი, 2019
სადაზღვევო კომპანია ალდაგი კლიენტ ნ.მ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისა და კომპანიის პატივისა და ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივის.
სარჩელის საფუძველს წარმოადგენს კლიენტის მხრიდან განხორციელებული მუქარა და პროვოკაციული ქმედებები, რომლითაც ის ცდილობს კომპანიის რეპუტაციის შელახვით აიძულოს მას თანხის გადახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2019 წლის 7 მარტს, გამთენიისას 5 საათზე, ბაგები - წყნეთის გზაზე. კლიენტის მძღოლმა გააჩერა მანქანა (LAND ROVER) და გადმოვიდა. ავტომანქანა დაგორდა, გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა და ხეს შეეჯახა.
საპატრულო პოლიციის დასკვნაში აღნიშნულია, „მძღოლმა არ მოახდინა ავტმანქანის სათანადოდ დაპარკინგება, რის შედეგადაც მანქანა დაგორდა და გადავარდა ხევში“. კერძოდ, მძღოლი ისე გადავიდა მანქანიდან, რომ ის დატოვა ჩართული, მოძრაობის რეჟიმში, რაც წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას და არ იფარება სადაზღვევო კომპანიის მიერ.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ალდაგი ვარაუდობს, რომ ნ.მ.-ს მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ გამოძალვას და ამ ვარაუდს ამყარებს ის, რომ:
-
ავტომანქანანიდან მძღოლი ისე გადმოვიდა, რომ ის დატოვა მოძრაობის რეჟიმში
-
ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანას რატომღაც მოხსნილი ჰქონდა ძვირადღირებული ფარები
-
გასულ წელს, კლიენტ ნ.მ-სთვის, გაურკვეველ ვითარებაში ავტომობილის დაზიანების გამო ალდაგს ანაზღაურებული აქვს 18 000-მდე ლარი