პროდუქტის აღწერა


ქონების  დაზღვევის ფარგლებში ალდაგი გთავაზობთ თქვენი უძრავი და მოძრავი ქონების, დასაწყობებული მარაგების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაზღვევას.
სადაზღვევო პოლისი უზრუნველყოფს  თქვენს ფინანსურ დაცვას კრიტიკული სიტუაციებისგან. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა შეიძლება სოლიდური ზიანი მიაყენოს თქვენს კომპანიას. ქონების დაზღვევა, როგორც რისკის მართვის მექანიზმი, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა.

თქვენი ქონება დაზღვეული იქნება შემდეგი რისკებისგან:

  • ხანძარი, აფეთქება

  • მიწისძვრა

  • ბუნებრივი კატაკლიზმები: წყალდიდობა, უხვთოვლიანობა, შტორმი, ქარიშხალი, მეწყერი, ნიადაგის  ჩამოშლა

  • წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და  მოულოდნელი  გამოსვლა

  • ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა

  • მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული  ზიანი

  • ავტოტრანსპორტის შეჯახება

დაზღვევას ექვემდებარება ნებისმიერი მოძრავი და უძრავი ქონება:

  • შენობა-ნაგებობები

  • ბინები, ოფისები, საამქროები,  ლაბორატორიები და სხვა

  • მანქანა-დანადგარები, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი

  • ავტოგასამართი სადგურები, რეზერვუარები, საწვავი

  • ელექტროტექნიკა, კომპიუტერები და სხვა

  • საკომუნიკაციო მოწყობილობები, მაღალი ძაბვის სისტემები და მსგავსი საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების  მექანიზმები და მოწყობილობები

  • ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, ქარის ელექტროსადგურები და ენერგეტიკული დანიშნულების/ენერგეტიკის დარგის სხვა ობიექტები

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ინვენტარი

  • პროდუქცია, საქონელი, დასაწყობებული მარაგები და სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

  • ინტერიერის საგნები, მოპირკეთება

  • ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები

  • სხვა

შეიძინე ახლავე
დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი ფინანსების დასაცავად