ალდაგი გთავაზობთ ტვირთების დაზღვევას მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების დროს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ღია პოლისის საშუალებით.
ტვირთის დაზღვევა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „ლონდონის მზღვეველების ინსტიტუტი“ – Institute Cargo Clauses.
თქვენი ტვირთი დაზღვეული იქნება შემდეგი რისკებისგან:
აფეთქება, ხანძარი
შეჯახება, გადაბრუნება, ჩამოვარდნა, ჩაძირვა
ძარცვა-ყაჩაღობა და მესამე პირთა სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები
სტიქიური უბედურებები და დაუძლეველი ძალის მოვლენები